კიბოზე შემოწმება ყველასთვის ნაჩვენები არ არის. კიბოზე სკრინინგი ერთ-ერთი ყველაზე ცხელი თემაა ექიმებსა და პაციენტებში. ხშირად მას ატარებენ ონკომარკერებით. ეს არის სიმსივნური უჯრედების მიერ წარმოებული და ბიოლოგიურ სითხეებში სეკრეცირებული ნივთიერებები, რომლებიც მაკრომოლეკულებს წარმოადგენს.ნორმალური უჯრედების მიერ პროდუცირებული ნაერთებისგან ონკომარკერები გამოირჩევიან ხარისხობრივად ან რაოდენობრივად .ონკომარკერების შემცველობაზე კვლევა ინიშნება მხოლოდ ექიმ-ონკოლოგის მიერ, ყოველ კონკრეტულ კლინიკურ სიტუაციაში, სხვა სახის გამოკვლევებთან ერთად. ეს კეთდება უკვე დიაგნოსტირებული ონკოლოგიური დაავადების მიმდინარეობის მონიტორინგისათვის, ჩატარებული თერაპიის ან ქირურგიული ჩარევის ეფექტურობის შეფასებისათვის, დაავადების მიმდინარეობის პროგნოზირების, რეციდივის გამოსავლენად და მაღალი რიკის მქონე პაციენტების გამოსაკვლევად. არც ერთ ცნობილ ონკომარკერს არ ახასიათებს აუცილებელი სპეციფიურობა და მგრძნობელობა საიმისოდ, რომ სიმსივნის სკრინინგისათვის ასი პროცენტით ეფექტურად ჩაითვალოს.