ნიუ-იორკის შტატის ქალაქ ოისტერ ბეიში რუს დიპლომატებს უფასო პლაჟზე აღარ შეუშვებენ. ამის შესახებ გადაწყვეტილება ქალაქის ხელისუფლებამ მიიღო. ამერიკული მედიის ინფორმაციით, ქალაქის მუნიციპალიტეტი რუსეთის საელჩოზე ყოველ ზაფხულს 100 უფასო საშვს გასცემდა, თუმცა ამჯერად მერიამ გადაწყვეტილება შეცვალა და ამიერიდან მათ ჩვეულებრივ დაწესებული თანხის გადახდა მოუწევთ. ქალაქის მერის განცხადებით, ეს არ უკავშირდება რუსეთისა და აშშ-ის შორის დაძაბულ ურთიერთობებს. შეგახენებთ კუნძულ ლონგ აილენზე,სადაც ქალაქი მდებარეობს ოთხი დიდი სანაპიროა, სადაც შესვლა ადგილობრივებისთვის 20, ხოლო სხვა ქალაქებიდან ჩასული სტუმრებისთვის 50-60 დოლარი ღირს.