სან ფრანცისკოში სროლის შედეგად 4 ადამიანი გარდაიცვალა. ცეცხლი კომპანია UPS-ის თანამშრომელმა, ერთ-ერთ ფილიალში გახსნა. პოლიციის ცნობით, საკუთარი თანამშრომლების მიმართულებით სროლის შემდეგ, ეჭვმიტანილი სამართალდამცველებმა დაჭრეს, რის შემდეგაც ის საავადმყოფოში გარდაიცვალა. მომხდარის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ერთი კონგრესმენი სტივ სკალიზია. სამართალდამცველები მომხდარს ტერორიზმს არ უკავშირებენ.