ვამაყობ, რომ ქართველი ვარ - ეს გამარჯვება, ეს მსოფლიო ჩემპიონობა არის საქართველოსთვის- ამის შესახებ კალათბურთელმა ზაზა ფაჩულიამ განაცხადა,რომელიც ამერიკის ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის 2016/17 წლების ლიგის ჩემპიონი გახდა.ქართველი კალათბურთელის გუნდმა "გოლდენ სტეიტმა", ოკლენდში გამართულ ფინალური სერიის მეხუთე მატჩში "კლივლენდ კავალიერსი" ანგარიშით 129:120 დაამარცხა, სერია 4:1 მოიგო და ჩემპიონის ტიტული ბოლო სამი წლის განმავლობაში მეორედ, ისტორიაში კი მეხუთედ მოიპოვა . ზაზა ფაჩულია პირველი ქართველი კალათბურთელია, ვინც მსოფლიოს უძლიერესი საკალათბურთო ლიგის გამარჯვებული გახდა, რაც უდიდესი წარმატებაა მთლიანად ქართული სპორტის მასშტაბით.