გამოძალვისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით, სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე და 181-ე მუხლებით, დღეს სპეცოპერაცია სამ სხვადსხვა ლოკაციაზე ჩატარდა. შედეგად ოთხი პირია დაკავებული.აქედან ორი სამართალდამცველებმა წეროვანში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს, ერთი პირი - თბილისში, აღმაშენებლის ხეივანში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, ერთი კი - პეკინის გამზირზე.