ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქემფერთან, მდინარე სურამულაში დაკარგული მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს. როგორც ”ინტერპრესნიუსს” შიდა ქართლის გუბერნიიდან აცნობეს, ცხედარი წუხელ ღამით დაახლოებით 2 საათზე იპოვეს.სოფელ ნარბანის მცხოვრებ ვასილ ღონღაძეს ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქემფერთან მაშველები და მოსახლეობა მდინარე სურამულაში ეძებდა. ღონღაძე მას შემდეგ გაუჩინარდა, რაც საძოვრიდან შინისაკენ პირუტყვი მიჰყავდა.