მცხეთასთან ახლოს ავტომანქანა დაიწვა. ავტომანქანა ჯებირს შეეჯახა, რის შემდეგაც აალდა. ადგილზე საპატრულო პოლიციასთან ერთად, მობილიზებული იყო სახანძრო და სასწრაფო დახმარების ბრიგადები. მეხანძრეებმა ცეცხლის ჩაქრობა მალევე შეძლეს. ავტომობილში 3 ადამიანი იმყოფებოდა, რომელთაგან ორი დაშავდა. არსებული ინფორმაციით, დაზარალებულებს მსუბუქი დამწვრობა აღენიშნებათ. როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსი 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.
გთავაზობთ ნიკა კახეთელიძის გავრცელებულ ვიდეოს.