"გოგონა მატარებელში" - თანამედროვე ბრიტანელი მწერლის, პოლა ჰოკინსის სადებიუტო წიგნი. ჟანრი ფსიქოლოგიური თრილერი. ორიგინალი დაწერილია ინგლისურად. გამოცემიდან 13 კვირის განმავლობაში წიგნი პირველ ადგილს იკავებდა ყველაზე მოთხოვნად წიგნებს შორის. თავდაპირველად დაიბეჭდა 40 ათასი ეგზემპლარი, თუმცა პირველი ტირაჟი მალევე გაიყიდა და ხელახალი გამოცემისას, წიგნზე არსებული მოთხოვნის გამო, ეს ციფრი 450 ათასამდე გაიზარდა. საბოლოო ჯამში დღემდე მთელი მსოფლიოს მასშტაბით გაყიდულია 8 მილიონამდე ეგზემპლარი. წიგნის გამოცემიდან 9 დღის განმავლობაში ავტორს 11-ჯერ მოუწია ქალაქიდან ქალაქში გადაფრენა, წიგნის პრეზენტაციებზე დასასწრებად და მკითხველთან შესახვედრად.