ქალებს შორის ჩხუბში რუსთავში - 24 წლის გოგოს თავის და გულმკერდის არეში ბლაგვი საგნით ჭრილობები მიაყენეს. ინციდენტი მე-12 მიკრორაიონში, ურთიერთშელაპარაკების დროს მოხდა. დაშავებული სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კლინიკა "რუსთავში" გადაიყვანა. ექიმების განცხადებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, მას შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწია. შსს-ში აცხადებენ რომ მომხდართან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე 126-ე მუხლით აღიძღა, რაც ძალადობას გულისხმობს. მიმდინარეობს გამოძიება.