2017 წლის პირველ კვარტალში, წინა წელთან შედარებით, ქართული უძრავი ქონების ბაზარი 6.1%-ით გაიზარდა და გაყიდვების რაოდენობამ 21 611 ერთეული შეადგინა. პარალელურად, 14.7%-ით გაიზარდა თბილისის უძრავი ქონების ბაზარიც, რომლის წილმა ქვეყნის მასშტაბით უძრავი ქონების გაყიდვებში 38.7% შეადგინა. დედაქალაქში 2017 წლის პირველ კვარტალში უძრავი ქონების 8 353 გაყიდვა დაფიქსირდა.
აღნიშნულ პერიოდში ყველაზე მეტი გაყიდვა 1 759 ერთეული ვაკეში იყო, მეორე და მესამე ადგილებს კი, შესაბამისად, საბურთალო - 1 585 ერთეულით და სამგორი - 819 ერთეული, ინაწილებდნენ.