ახალი კონსტიტუციის თანახმად, უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწები აღარ გასხვისდება. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრის, საპარლამენტო უმრავლესობის და სამთავრობო გუნდს შორის გამართულ კონსულტაციების შედეგად მიიღეს. ირაკლი კობახიძის თქმით, უკვე შემოტანილია კანონპროექტი, რომელიც უზრუნველყოფს იმას, რომ კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანამდე საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირებზე დაჩქარებული წესით მიწების გასხვისება არ მოხდეს.