მომსახურეობის ხარისხის ამაღლების მიზნით ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ტრენინგებს აგრძელებს. ადმინისტრაციის ორგანიზებით,სტუმართმასპინძლობის ინდუსტრიაში ერთ-ერთი წამყვანი ბრიტანული კომპანია "მაქსიმეჯინის" ხელმძღვანელი ემილი ვუდი თბილისში არსებული სასტუმროების მენეჯერებისათვის ტრენინგს ატარებს. სწავლებას სახელწოდებით "მართვის უნარ-ჩვევები" დედაქალაქის 72 სასტუმროს წარმომადგენელი ესწრება. ტრენინგი 1 ივნისს დაიწყო და 10 ივნისს დასრულდება. მომდევნო ტრენინგს ტურიზმის ეროვნული ადმინიტრაცია 12 ივნისიდან დაიწყებს. კურსი ღვინის გიდის გადამზადება იქნება.