ჩვენ ძალიან მალე გამოვაცხადებთ საზოგადოებრივ ტრანსპორტში უფრო უნივერსალური გადახდის სისტემაზე კონკურსს, რომელიც არა მხოლოდ მეტროს ბარათებით გადახდას უზრუნველყოფს, არამედ სხვადასხვა ბანკის პლასტიკური ბარათების გამოყენებით, - ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, სხვადასხვა ბანკის პლასტიკური ბარათით მგზავრობის საფასურის გადახდის შესაძლებლობა ტურისტებისთვისაც და ადგილობრივი მოახლეობისთვისაც კომფორტული იქნება.