სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის მხარდასაჭერი აქცია გაიმართა. საპროტესტო აქცია ჟურნალსიტების და არასამთავრობო ორგანიზაციებით ორგანიზებით ჩატარდა. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ისინი საქართველოს მთავრობისგან, პარლამენტისგან, ასევე ძალოვანი უწყებებისგან მოითხოვენ პასუხს, თუ როგორ აღმოჩნდა ჟურნალისტი აზერბაიჯანში.