თურქეთში, შირნაქის პროვინციაში სამხედრო ვერტმფრენი ჩამოვარდა, რასაც 13 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლის განცხადებით, სამხედრო ვერტმფრენი ელექტროგადამცემ ხაზს დაეჯახა. დაღუპულებს შორის გენერალი, ორი პოლკოვნიკი და საშუალო რგოლის ოთხი ოფიცერი არიან. სამხედრო მოსამსახურეების დაღუპვის ფაქტი თურქეთის გენერალურმა შტაბმა დაადასტურა.