პატრიარქის დაცვის უფროსის თანამდებობაზე შესაძლოა ვანო კობაიძე დაინიშნოს. როგორც ”ინტერპრესნიუსისთვის” გახდა ცნობილი, აღნიშნულ პოსტზე კობაიძის კანდიდატურა აქტიურად განიხილება.არსებული ინფორმაციით, კობაიძე პატრიარქთან დაახლოებული პირია. პატრიარქის დაცვის უფროსის ზურაბ ბუჩუკურის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია გუშინ გახდა ცნობილი.