ქაბულის ცენტრში, გერმანიის საელჩოსთან ძლიერი აფეთქების შედეგად სულ მცირე 80 ადამიანი გარდაიცვალა, 300-მდე კი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს. ადგილობრივი პოლიციის წარმომადგენლის განცხადებით, ბომბი გერმანიის საელჩოს მახლობლად მდგომ მანქანაში ამოქმედდა. მიმდებარე ტერიტორიაზე სხვა ქვეყნების საელჩოები და ავღანეთის პრეზიდენტის სასახლეცაა. ქალაქის ცენტრალური ნაწილი პოლიციამ გადაკეტა და უსაფრთხოების ზომები გაამკაცრა. მომხდარის შედეგად დაღუპულთა ზუსტი რაოდენობა ჯერ-ჯერობით უცნობია. აფეთქებაზე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე ჯერ-ჯერობით არცერთ ტერორისტულ დაჯგუფებას არ აუღია.