მეუფე პეტრე პატრიარქის მოკვდინებას დღესაც აგრძელებს, - ამის შესახებ საპატრიარქოს იურისტმა ედიშერ ქარჩავამ "პალიტრანიუსის" გადაცემა "360 გრადუსში" განაცხადა. როგორც მან განმარტა, წმინდა სინოდმა მეუფე პეტრე გააფრთხილა, რომ საჯარო განცხადებებისგან თავი შეეკავოს, მაგრამ "მეუფე პეტრე არ ჩერდება" და პატრიარქის წინააღმდეგ მიზანმიმართულ კამპანიას ახორციელებს. ქარჩავამ მეტი კონკრეტიკისგან თავი შეიკავა.