მულტინაციონალური კონცერნის Ikea-ს დამფუძნებელი, ინგვარ კამპრადი ამბობს, რომ იგი ფულის დაზოგვის მიზნით, მეორად ტანსაცმელს ყიდულობს. 90 წლის მილიარდერის თქმით, სწორედ მისი ხელმომჭირნეობის დამსახურებაა ის, რომ Ikea დღეს მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი ბრენდია.კომპანია Ikea სახლის მოსაწყობად საჭირო ავეჯისა და აქსესუარების დამზადება-გაყიდვით არის დაკავებული. იგი ინგვარ კამპრადმა 1943 წელს დააარსა.„არ მგონია, რამე ისეთ ტანსაცმელს ვიცვამდე, რაც ძველმანების ბაზრობაზე არ მიყიდია. ამით მინდა, რომ კარგი მაგალითი ვიყო სხვებისთვის“, - აღნიშნა კამპრადმა.აღსანიშნავია, რომ კამპრადი 40 წელი შვეიცარიაში ცხოვრობდა იმის გამო, რომ მას შვედეთში მაღალი გადასახადები თავიდან აეცილებინა. ის შვედეთს 2014 წელს დაუბრუნდა. „ბლუმბერგის“ მონაცემებით, კამპრადი მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანების რეიტინგში მე-9 ადგილს იკავებს. მისი ქონება 41.2 მილიარდ დოლარს შეადგენს.