საქართველოს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი ნატო-ს წევრობის დღის წესრიგის განხორციელება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, სესიის საქართველოში ჩატარება არის მკაფიო გზავნილი საქართველოსთვის.