ჩინეთში დინოზავრების ფრაგმენტები აღმოაჩინეს. ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში არქეოლოგიური გათხრები 2016 წელს დაიწყო. მეცნიერების თქმით, ნაპოვნი ფრაგმენტები ყბის ქვედა ნაწილს ეკუთვნის. მათივე განცხადებით უახლოეს დღეებში დინოზავრის ახალი ფრაგმენტების პოვნაა მოსალოდნელი. ჯერ-ჯერობით უცნობია თუ რა სახის დინოზავრს ეკუთვნის აღმოჩენილი ჩონჩხი. ექსპერტების ვარაუდით, ფრაგმენტები დაახლოებით 100 მილიონი წლისაა.