კბილი შეიძლება ვაიძულოთ რომ თვითაღდგენას მიმართოს და ამ გზით, თავიდან ავიცილოთ პლომბის გამოყენება და მასთან დაკავშირებული მომაბეზრებელი პროცედურები. ლონდონის სამეფო კოლეჯის მკვლევართა ჯგუფმა გამოარკვია, რომ ქიმიურ ნივთიერება Tideglusib-ს შეუძლია კბილის პულპაში არსებული უჯრედები აიძულოს, გაამთელოს კბილის მცირე ზომის დაზიანებები. კბილებს რეგენერაციის ორგანული შესაძლებლობა აქვს. ჩვეულებრივ, სტომატოლოგები კარიესს პლომბის გამოყენებით მკურნალობენ. თუმცა, მათ განსაკუთრებული მოვლა სჭირდებათ. მეცნიერებს სურთ, კბილის რეგენერაციის უნარი იმ დონემდე გაზარდონ, რომ მათ თავად შეძლონ დიდი დაზიანებების გამთელება. აღნიშნული კვლევა თაგვებზე ჩატარდა.