კარგად გავიაზროთ წარსული შეცდომები, რომ უკეთესი მომავალი შევქმნათ, - ამის შესახებ პარტია "ევროპული საქართველოს" თბილისის მერობის კანდიდატმა ელენე ხოშტარიამ პარტიის ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.ელენე ხოშტარიამ დაპირება გასცა, რომ მისი მერობის შემთხვევაში, სოციალური დახმარება და პენსიები 50 ლარით გაიზრდება. მერობის კანდიდატის თქმით, ქალაქი უნდა იყოს უსაფრთხო, ქალაქში უნდა იყოს როგორც მშენებლობები, ისე გამწვანება.