პარტია "ევროპული საქართველოს" თავმჯდომარის პოსტზე დავით ბაქრაძის კანდიდატურაა წარდგენილი, პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის პოსტზე გიგა ბოკერია, გენერალური მდივნის პოსტზე გიგი უგულავა, ხოლო თბილისის მერობის კანდიდატად - ელენე ხოშტარია. როგორც პარტიის წევრმა ირმა ნადირაშვილმა განაცხადა, სპორტის სასახლეში, სადაც ყრილობა იმართება, დაახლოებით 450-მდე ხმის უფლების მქონე დელეგატი აირჩევს წარდგენილ კანდიდატებს.სპორტის სასახლეში მოძრაობა "ევროპული საქართველოს" ყრილობა იმართება.