ქუთაისში, გელათის ქუჩაზე ავტოავარიას 11 წლის გოგონა ემსხვერპლა. მსუბუქი ავტომანქანა ბავშვს მაშინ დაეჯახა, როცა ის ველოსიპედით გადაადგილდებოდა. გოგონა ადგილზე დაიღუპა. შემთხვევის ადგილზე პოლიცია იმყოფება.