თბილისში ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესია გაიხსნა. სესიის ფარგლებში, ოთხი დღის განმავლობაში დაგეგმილია, ორმხრივი და მრავალმხრივი შეხვედრები, საკომიტეტო სხდომები და პრესკონფერენციები. სესიის ფარგლებში, ოთხი დღის განმავლობაში იმსჯელებენ ქართული თავდაცვის პრიორიტეტებზე, ოკუპირებული რეგიონებისთვის გამიზნულ სტრატეგიაზე, საქართველოს საგარეო და უსაფრთხოების პრიორიტეტებზე, რუსეთის სამხედრო მოდერნიზაციასა და შავი ზღვის რეგიონზე, ავღანეთსა და სირიაზე.დასასრულს ნატოს საპარლამენტო ასამბლეის წევრები საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდამჭერ დეკლარაციას მიიღებენ.აღსანიშნავია, რომ საქართველო რიგით მე-5 არაწევრი ქვეყანაა, სადაც ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის სხდომა იმართება. საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესია 29 მაისს დასრულდება.