ნადირობის წესების დარღვევისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა მკაცრდება, - აღნიშნულს ითვალისწინებს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მიერ წარდგენილი საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც ეხება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში და ნარჩენების მართვის კოდექსში ცვლილების შეტანას. საკანონმდებლო პაკეტი მთავრობამ დღევანდელ სხდომაზე განიხილა. ამ ცვლილებების თანახმად, ნადირობის წესების განმეორებით დარღვევის შემთხვევაში, ჯარიმის ოდენობა ორმაგდება და სამართალდამრღვევს მინიმუმ 1 წლის ვადით სანადირო იარაღის ტარების უფლება ჩამოერთმევა.