წუხელ ღამით, სენაკში, სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე არსებული ბანკომატიდან ფულის მოპარვის მცდელობა დაფიქსირდა. სამხედრო პოლიციის მიერ დანაშაული აღიკვეთა და უცხო პირმა თანხის წაღება ვერ შეძლო."საქმე ქურდობის მუხლით აღიძრა. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები დამნაშავის გამოსავლენად", - განმარტეს თავდაცვის სამინისტროში.