ჩემი იურიდიული კომპანიის მხრიდან საქართველოს პარლამენტის წევრ გელა მიქაძის წინააღმდეგ სამოქალაქო დავები საქართველოშიც მიმდინარეობს, - ამის შესახებ პალიტრანიუსს RAKIA GEORGIA-ის იურისტმა ნათია წკეპლაძემ განუცხადა. მისი თქმით, არასოლიდურია მიქაძის ადვოკატის შეფასება გაერთიანებული საემიროების სასამართლოს მუშაობასთან დაკავშირებით.
წკეპლაძე აღნიშნავს, რომ მხარეებს საქმის მასალები კანონით დადგენილ ვადაში ჩაბარდა, რაც პროცესუალური მომზადებისთვის საკმარისი დროა. იურისტი იმედოვნებს, რომ დეპუტატ მიქაძის წინააღმდეგ საქართველოში წარმოებულ საქმეებთან დაკავშირებით სასამართლო ობიექტურ გადაწყვეტილებას გამოიტანს.