ფინანსთა სამინისტრომ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე სამი მოქალაქე დააკავა. ორგანიზებულმა ჯგუფის წევრებმა ათეულობით მოქალაქის სახელზე 2014-2017 წელბში მიწის ნაკვეთის ყალბი მიღება-ჩაბარების აქტები დაამზადეს. შემდეგ ისინი საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარადგინეს და თბილისში რამდენიმე მიწის ნაკვეთი დაარეგისტრირეს. დანაშაულში მონაწილე სხვა პირების მხილების მიზნით საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.