ფესტივალის -„პატარა ხელებით“ შესარჩევი ეტაპი ნაძალადევის რაიონული ტურით დასრულდა.თბილისის ბაგა-ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელმა რაიონების ბაღების მიერ წარმოდგენილი ბავშვთა ნამუშევრები მოწვეულ სტუმრებთან ერთად შეარჩია. გამოფენის დასასრულს ბაგა-ბაღის აღსაზრდელებმა მუსიკალური ნომრები წარმოადგინეს, მათ გამხიარულებაზე კი მოწვეულმა ანიმატორებმა იზრუნეს.ფესტივალი „პატარა ხელებით“ საქველმოქმედო ხასიათისაა და მისი დასკვნითი ნაწილი, გამოფენა-გაყიდვით 3 ივნისს, განახლებულ აღმაშენებელზე გაიმართება. ნამუშევრების გაყიდვიდან შემოსული თანხა სოლიდარობის ფონდში გადაირიცხება და ის სიმსივნით დაავალდებული ბავშვების მკურნალობას მოხმარდება.