ივლისიდან ადგილობრივ ბაზარზე ქართული წარმოების პირველი ტაბლეტი გამოჩნდება. კომპანია ეიჯიტელეკომის განცხადებით, საწყის ეტაპზე ტაბლეტის ორი მოდელი გამოვა. კომპანიის ცნობით, თავდაპირველად ბაზარზე 1000-დან 1 500-მდე ტაბლეტის გამოშვება იგეგმება, რომელთა ფასიც 330 ლარი იქნება. რამდენიმე თვის წინ კომპანია ეიჯი ტელეკომმა ქართული წარმოების ტელევოზორებიც გამოუშვა, რომლის პირველი პარტია მთლიანად გაიყიდა. ქართული ტელევიზორების მწარმოებელი ქარხანა - ეიჯი მაიკროელექტრონიკსი პირველი მიკროელექტრონული საწარმოა ამიერკავკასიის რეგიონში, რომლის დამფუძნებელი კომპანია ეიჯი ტელეკომია. საწარმო ქართველი და აზერბაიჯანელი ბიზნესმენების მიერ განხორციელებული სამმილიონიანი ინვესტიციების შედეგად აშენდა. მის მიერ წარმოებული ტელევიზორების რეალიზაცია 2016 წლის მაისიდან დაიწყო.