ავღანეთში, ქალაქ ჯალალაბადში თავს სახელმწიფო ტელევიზიის შენობას დაესხნენ. ადგილობრივი მედიის ცნობით, სულ მცირე სამმა შეიარაღებულმა პირმა შენობას და უსაფრთხოების სამსახურის წევრებს ცეცხლი გაუხსნა. პროვინციის გუბერნატორის წარმომადგენლის თქმით ორმა თავდამსხმელმა თავი აიფეთქა, მესამე კი უსაფრთხოების სამსახურმა გაანეიტრალა. მისივე განმარტებით თავდასხმის მიზანი უცნობია. მომხდარის გამო ავღანეთის სახელმწიფო ტელევიზიამ მაუწყებლობა დროებით შეწყვიტა.