მექსიკის ტამაულიპასის შტატის ერთ-ერთ ციხეში ნარკოტიკებით, ბლაგვი იარაღით და სასმელებით სავსე ორმო იპოვეს. 5 მეტრის სირღმის სამალავი სპეციალური აპარატურის საშუალებით იპოვნეს. მისი შესასვლელი აგურებით იყო დაფარული. პოლიციას ეჭვი აქვს, რომ ანალოგიური გვირაბი-სამალავი კიდევ არსებობს.
შეგახსენებთ, 2015 წელს ალტიპანოს ციხეში არსებული ორი მეტრის სიგრძის გვირაბიდან მექსიკელი კრიმინალი ხოაკინ გუსმანი, იგივე El Chapo გაიქცა. 6 თვის შემდეგ ის დააკავეს და 2017 წლის იანვარში მისი აშშ-ში ექსტრადაცია განხორციელდა.