გენერალური აუდიტორის, ლაშა თორდიას დაკითხვა, სავარაუდოდ, დღეს გაგრძელდება. როგორც თორდიას მეუღლემ, მაია ირემაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, პროკურორებმა დაკითხვა ექიმის რჩევის გათვალისწინებით, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო შეწყვიტეს. კერძოდ, ლაშა თორდიას დაკითხვის პროცესში აეწია წნევა, რაზეც ექიმების რეკომენდაცია იყო, რომ დაკითხვა შეჩერებულიყო. მაია ირემაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ლაშა თორდია გამოძიებასთან თანამშრომლობისთვის მზად არის. ექიმების შეფასებით ჯანმრთელობის მდგომარეობას ლაშა თორდიას ჩვენების მიცემის საშუალებას აძლევს.