ქუთაისში პენსიის რიგში მამაკაცი გარდაიცვალა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფს კაცი გარდაცვლილი დახვდა. ექიმების განმარტებით, გარდაცვალების მიზეზი გულის შეტევა გახდა. ნათესავები ადასტურებენ, რომ გარდაცვლილს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა.