დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელიც ფედერალური ხელისუფლებისა და ინფრასტრუქტურული უწყებების კიბერთავდაცვის გაძლიერებას ეხება. ინფორმაციას ამის შესახებ როიტერი ავრცელებს. აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველის, ტომ ბოსერტის ცნობით, აღნიშნული განკარგულება, რუსეთის გარდა, ჩინეთს, ირანსა და კიდევ რამდენიმე ქვეყანას ეხება, სწორედ მათ სურთ შეასუსტონ შტატები.