დედამიწის ყოველ მესამე მკვიდრს ალერგიის ესა თუ ის ფორმა აწუხებს. ალერგიულთა რაოდენობა საოცარი ტემპით იზრდება. გაჩნდა ალერგიის ახალი ფორმები, მაგალითად, ალერგიული რეაქციები გენეტიკურად მოდიფიცირებულ პროდუქტებზე, იმატა ოთახის მტვრის მიმართ მგრძნობიარე ადამიანთა რიცხვმაც. იმუნოლოგებს განსაკუთრებით აშფოთებთ ჩვილ ბავშვთა ალერგიები. ჩვილებში ყველაზე მეტადაა გავრცელებული ძროხის ცილაზე ალერგია. ეს განსაკუთრებით იმ ბავშვებს აწუხებთ, ვისაც ხელოვნურად კვებავენ. სპეციალისტები გვირჩევენ, ასეთ პატარებს რძის ნაწარმი სოიოს პროდუქტებით შევუცვალოთ. არანაკლები პრობლემაა ალერგიული რეაქციები წამლებსა და ვაქცინებზე. მკვლევართა აზრით მისი გადაჭრა შესაძლებელია, თუ პრეპარატებს უფრო თანამედროვე ტექნოლოგიებით დაამზადებენ, გამორიცხავენ ალერგიულ ინგრედიენტებს და უზრუნველყოფენ გასუფთავების მაღალ ხარისხს.