საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის აზრით, კონსტიტუციის პროექტის საერთო-სახალხო განხილვებზე ზოგიერთი „მოყვანილი ტაშის დამკვრელია“, მაგრამ ისინიც საქართველოს მოქალაქეები არიან, რომელთა აზრი საინტერესოა.ამის შესახებ მარგველაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ სტუმრობისას განაცხადა.