პროკურატურამ პატიმრების დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე გლდანის მე-8 დაწესებულების 6 ყოფილი თანამშრომელი დააკავა. გამოძიებით დადგინდა, რომ 2011-2012 წლებში, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N8 დაწესებულებაში მუშაობის პერიოდში, პატიმართა დაშინებისა და უსიტყვო მორჩილების მიზნით, დაკავებულების მხრიდან ადგილი ჰქონდა პატიმართა დამცირებას და არაადამიანურ, ღირსებისა და პატივის შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენებას. მიმდინარე გამოძიების ფარგლებში 600-მდე მსჯავრდებული დაიკითხა, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობა წლების განმავლობაში ძალადობის მსხვერპლი იყო.