აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, ქვეყნის ფედერალური საგამოძიებო ბიუროს ხელმძღვანელი, ჯეიმს კომი, თანამდებობიდან გაათავისუფლა. ეს გადაწყვეტილება ტრამპმა აშშ-ის გენერალური პროკურორის ჯეფ სეშენსის რეკომენდაციით მიიღო. წერილში, რომელიც დონალდ ტრამპმა ჯეიმს კომის გაუგზავნა ნათქვამია, რომ კომის FBI-ის ეფექტურად მართვა არ შეუძლია. აღსანიშნავია, რომ 20 მარტს, ჯეიმს კომიმ დაადასტურა, რომ მისი უწყება ტრამპის წინასაარჩევნო კამპანიის დროს, რუსეთთან შესაძლო კავშირებს იძიებდა. გარდა ამისა მან სენატში გამოსვლისას ჰილარი კლინტონის წერილებზე არასწორი მონაცემები მოიყვანა. დემოკრატების საპრეზიდენტო კანდიდატი, ჰილარი კლინტონი, საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარ მარცხს სწორედ კომის აბრალებდა. კლინტონის თქმით, რომ არა FBI-ის ხელმძღვანელის წინასაარჩევნოდ გაკეთებული განცხადებები, ის დღეს პრეზიდენტი იქნებოდა.