მიმდინარე წლის აპრილში საწვავის იმპორტი საქართველოში 2016 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 8 ათას 900 ტონით ანუ 10,2%-ით; ხოლო 2017 წლის მარტთან შედარებით, 12 ათას 400 ტონით ანუ 14,8%-ით გაიზარდა. ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ცნობით, ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტმა გასულ თვეში 96 ათასი ტონა შეადგინა. აქედან, ბენზინის საწვავის იმპორტმა 36 ათას 700 ტონა, ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა - 59 ათას 300 ტონა ქვეყნების მიხედვით წინა თვეში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა რუმინეთიდან, რომელსაც მოსდევს აზერბაიჯანი, თურქმენეთი, ბულგარეთი და რუსეთი.