ზუგდიდში თამბაქოს საწყობის ტერიტორიაზე გუშინ საღამოს აფეთქება მოხდა, რომელსაც მამაკაცი ემსხვერპლა. აფეთქების შედეგად დაინგრა შენობის კედლები და გაჩნდა ხანძარი. აფეთქებული საწყობის ტერიტორიაზე მოგვიანებით მაშველებმა მამაკაცის ცხედარი იპოვეს.ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ. ჩატარდა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები. აფეთქების მიზეზი უცნობია.