თურქეთის ქალაქ კონიაში მდებარე გასართობ პარკში ატრაქციონზე „თავისუფალი ვარდნა“ გონდოლა ჩამოვარდა, - იუწყება სააგენტო „ანადოლუ“.ატრაქციონის მექანიზმმა ხალხი 25 მეტრის სიმაღლეზე აიყვანა და თითქმის ქვევით ჩამოიყვანა, როდესაც ორი მეტრის სიმაღლეზე ბაგირი გაწყდა.ინციდენტის ადგილზე პოლიცია მუშაობს. ირკვევა შემთხვევის დეტალები. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ამ ეტაპზე არ ვრცელდება.