საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის ევა გოცირიძის ინიცისტივის აუცილებლობას ვერ ხედავენ. მანანა კობახიძე და მერაბ ტურავა გოცირიძის ინიციატივის შეფასებისგან თავს იკავებენ და არ გამორიცხავენ, რომ თუ მედიას სამართლებრივი საკითხების გაშუქებაზე რეგულაციები დაუწესდება, ამის შესახებ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში დაიწყოს.ეს განცხადებები საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებმა ბორჯომში, სასამართლო და საკანონმდებლო ხელისუფლებებს შორის სამართალწარმოების პროცესის გაუმჯობესებაზე გასვლითი სამუშაო შეხვედრის მიმდინარეობისას გააკეთეს.იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ევა გოცირიძე მიიჩნევს, რომ მედიაში სასამართლო პროცესების და სამართლებრივი საკითხების დეტალური განხილვა არ უნდა ხდებოდეს. მისი აზრით, ამ კუთხის რეგულაციები უნდა დაწესდეს.