სამუშაოზე დაფუძნებული, ე.წ. დუალური მეთოდის საპილოტე პროგრამის პირველი ფაზა დასრულდა. პროფესიული განათლების ახალი მეთოდი, რომელიც საქართველოში შემოდგომიდან დაინერგა, თეორიულთან ერთად პრაქტიკული გამოცდილების მიღებას ითვალისწინებს. პროფესიულ სასწავლებლებში სტუდენტები განათლებას რეალური სამუშაოს შესრულების დროს იღებენ. ამ დროისთვის საქართველოს სხვადასხვა რეგიონში 38 პროფესიული სასწავლო დაწესებულებაა.