ზუგდიდის საკრებულოს აპარატის უფროსი გრიგოლ მიქავა გუშინ ისევ დააკავეს, მან საპატრულო პოლიციის შენობა გვიან ღამით დატოვა. სამართალდამცველები მიქავას ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარებას ედავებიან. თუმცა მიქავამ ამჯერადაც უარი თქვა ბიოლოგიური მასალის ჩაბარებაზე. გრიგოლ მიქავა ამავე მიზეზით პირველად გუშინ გამთენიისას დააკავეს. რამდენიმე საათში კი, მას შემდეგ რაც უარი თქვა ნარკოტესტირებაზე, გაათავისუფლეს. გამოძიება „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ 45-ე მუხლით მიმდინარეობს.