"პატრიოტთა ალიანსი" რეფერენდუმის ჩატარების ინიციატივით გამოდის. პარტიაში ფიქრობენ, რომ ის საკონსტიტუციო პაკეტი, რომლის მიღებასაც ხელისუფლება ცდილობს, საფრთხეს შეუქმნის სახელმწიფოს სტაბილურობას და საჭიროა მნიშვნელოვანი საკითხები რეფერენდუმის გზით გადაწყდეს.წინააღმდეგ შემთხვევაში პატრიოტთა ალიანსის წევრები აქციის დაწყებით იმუქრებიან.