2016 წელს ემიგრანტების რაოდენობამ 98,3 ათასი ადამიანი შეადგინა, რაც 2015 წლის მაჩვენებელზე 2,4 პროცენტით მეტია. საქსტატის მონაცემებით, იმავე პერიოდში იმიგრანტების რაოდენობა წინა წელთან შედარებით, 2,5%-ით შემცირდა და 90,2 ათასი კაცი შეადგინა. შედეგად, 2016 წელს მიგრაციული სალდოს (სხვაობა იმიგრანტებისა და ემიგრანტების რიცხოვნობას შორის) უარყოფითი მაჩვენებელი -8,1 ათასი კაცის დონეზე დაფიქსირდა.