ქუთაისის ერთ-ერთ სკოლაში სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას ჭერი ჩამოინგრა. შემთხვევა ოცხელის სახელობის მეორე საჯარო სკოლაში მოხდა. როგორც თვითმხილვევები აცხადებენ, შემთხვევის დროს სასწავლო ოთახში 30 მეექვსეკლასელი იმყოფებოდა, რა დროსაც ჭერის ნაწილი ჩამოვარდა, თუმცა არავინ დაშავებულა.სკოლის ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოებს უკვე ასრულებს კომპანია, რომელმაც სკოლის რემონტი 10 თვის წინ ჩაატარა.